Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

სამარჯიჩის ტრანსფერის ჩაშლის შემდეგ, ინტერმა მუშაობა სკალვინიზე განაახლა

უდინეზეს ტალანტის ლაზარ სამარჯიჩის ინტერში ტრანსფერი საბოლოოდ ჩაიშალა და ნერაძური დიდი ალბათობით მის ნაცვლად გუნდში სტეფანო სენსის შენარჩუნებას გეგმავს, დაზოგილ თანხას კი ცენტრალური მცველის გაფორმებას მოახმარს.

ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, ინტერის პრიორიტეტული სამიზნე ატალანტას იტალიელი ფეხბურთელი ჯორჯო სკალვინი გახლავთ, რომლის მიმართ ლომბარდიული გრანდი ინტერესს დიდი ხანაი იჩენს.

ლა დეა სკალვინის სანაცვლოდ 40 მილიონ ევროს ითხოვს, რისი გადახდაც ბენეამატას გაუჭირდება, მის ალტერნატივად კი ბაიერნის ბენჟამინ პავარი მოიაზრება.