Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

სამარჯიჩს უდინეზეს დატოვება უნდა, იუვენტუსი მის ტრანსფერზე მუშაობს…

იტალიური მედიის ინფორმაციით, უდინეზეს ნახევარმცველს ლაზარ სამარჯიჩს გუნდის დატოვება აქვს გადაწყვეტილი და იმედი აქვს, რომ ამას იანვარში გააკეთებს.

ბიანკონერი 10 ტურის შემდეგ 7 ქულით მე-17 პოზიციას იკავებს და ნიკოლო სკირას ინფორმაციით, ახალგაზრდა ტალანტს უდინეზეს დატოვება და ამბიციურ გუნდში გადასვლა სურს.

წყაროს ცნობით, ყველაზე მეტად სამარჯიჩის ტრანსფერით იუვენტუსი ინტერესდება, რომელმაც ფეხბურთელის წარმომადგენლებთან პოზიტიური შეხვედრა უკვე გამართა.