Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

სანჩესის თამაში ვერონასთან მატჩში კითხვის ნიშნის ქვეშ დგას

იტალიური მედიის ცნობით, რომას ნახევარმცველის რენატუ სანჩესის თამაში ვერონას წინააღმდეგ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, პორტუგალიელ ფეხბურთელს კუნთის პრობლემები აქვს და დიდი ალბათობით ის სერია ა-ს მომდევნო ტურში თამაშს ვერ შეძლებს.

წყაროს ცნობით, სანჩესი შემოწმებას უახლოეს პერიოდში გაივლის, რის შემდეგაც მისი ტრავმის სირთულისა და მოედანზე დაბრუნების შესახებ მეტი ინფორმაცია გავრცელდება.