Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

სანჩესს კუნთის ტრავმა დაუდასტურდა

რომას ნახევარმცველს რენატუ სანჩესს კუნთის ტრავმა დაუდასტურდა.

პორტუგალიელმა ფეხბურთელმა დაზიანება სერია ა-ს პირველ ტურში მიიღო და რომამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ფეხბურთელი მოედანზე რამდენიმე კვირა ვერ დაბრუნდება.

Gazzetta dello Sport-ის ცნობით, სანჩესი ჟოზე მოურინიოს განკარგულებაში სანაკრებო პაუზის შემდეგ იქნება.