Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

სანდრომ იუვენტუსი შესაძლოა იანვარში დატოვოს

იტალიური მედიის ცნობით, იუვენტუსის უკანახაზელმა ალექს სანდრომ გუნდი შესაძლოა ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში დატოვოს.

ბრაზილიელი ფეხბურთელის მიმდინარე კონტრაქტი ტურინელებთან სეზონის ბოლოს იწურება და ბიანკონერი მას ახალ ხელშეკრულებას აღარ შესთავაზებს, ამიტომ იუვე სანდროს იანვარში გაყიდვისა და მის სანაცვლოდ გარკვეული თანხის მიღების წინააღმდეგი არ იქნება.

TuttoJuve-ს ცნობით, ალექს სანდროს ტრანსფერით ბრაზილიური სანტოსი ინტერესდება, რომელიც ფეხბურთელს 2-წლიან კონტრაქტს სთავაზობს.