Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

საპატას ბოლო მატჩი ატალანტას რიგებში, კოლუმბიელი კარიერას რომაში გააგრძელებს

იტალიური მედიის ცნობით, დუვან საპატამ ატალანტას რიგებში სასუოლოს წინააღმდეგ ბოლო მატჩი ჩაატარა და ის უახლოეს საათებში რომას რიგებს შეუერთდება.

SportMediaset-ის ცნობით, ჯალოროსი კოლუმბიელს 1-წლიანი იჯარით გაიფორმებს, მისი შემდგომში გამოსყიდვის პერსპექტივით, რაც საერთო ჯამში რომაელებს 10 მილიონი ევრო დაუჯდებათ.

წყაროს ინფორმაციით, ტრანსფერი დიდი ალბათობით უახლოეს 48 საათში დაიხურება.