Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

საპატას რომში დღეს ელოდებიან

იტალიური მედიის ინფორმაციით, ატალანტას ფორვარდი დუვან საპატა რომას რიგებს დღეს შეუერთდება.

Il Messaggero-ს ცნობით, კოლუმბიელი რომში ჩაფრინდება, სამედიცინო შემოწმებას გაივლის და მომდევნო ტურისთვის ჟოზე მოურინიოს განკარგულებაში იქნება.

რომას საპატას 1-წლიანი იჯარა 3 მილიონი ევრო დაუჯდება, მისი შემდგომში მისი 7 მილიონი ევროს სანაცვლოდ გამოსყიდვის პერსპექტივით, რაც მარტივი პირობების შესრულების შემთხვევაში სავალდებულო გახდება.