Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

სარი:“ ჩემპიონთა ლიგაზე სათამაშოდ ბევრი მსხვერპლი გავიღეთ…“

ლაციოს თავკაცმა მაურიციო სარიმ ატლეტიკოსთან მატჩის წინ პრეს-კონფერენცია გამართა.

„მე ხვალ მონდომებული, კონცენტრირებული და მებრძოლი ლაციოს ხილვა მინდა. ჩემპიონთა ლიგაზე თითოეულ მომენტს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ამიტომ ჩვენ საჭირო მომენტებში საჭირო აგრესია უნდა გამოვავლინოთ.

„იუვენტუსთან მატჩში ჩვენ მეტოქის საჯარიმოში ბურთს 54-ჯერ შევეხეთ, მაგრამ რეალური სახიფათო მომენტი ვერ შევქმენით, ხვალინდელ მატჩში ასეთი შედეგი მიუღებელია, ჩვენ უფრო კლინიკურები უნდა ვიყოთ.

„რატომ არ გავაკეთე კომენტარი იუვესთან მატჩის შემდეგ ? ეს გუნდის თხოვნა იყო, თუმცა ახლა გასულ მატჩებზე საუბრის დრო არ არის. ატლეტიკო ფურცელზე ჯგუფის საუკეთესო გუნდია, ამიტომ ჩვენ სრული კონცენტრაცია ხვალინდელ მატჩზე გვჭირდება.

„ლაციომ ჩემპიონთა ლიგაზე მოსახვედრად ძალიან ბევრი მსხვერპლი გაიღო და ახლა უფლება არ გვაქვს, ქომაგებს იმედები გავურცუოთ.

„კრიტიკა იმობილეს მიმართ ? ჩირო სხვა გამორჩეულ ფორვარდებს ჰგავს, ის ყოველთვის იტანს, თუმცა წარუმატებელი სერიის დროს მის მიმართ კრიტიკა საგრძნობლად დიდია, ეს ჩიროსთვის პრობლემა არ არის.“