Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

სარი:“ ჩვენი მთავარი პრობლემა შექმნილი მომენტების გამოუყენებლობაა…“

ლაციოს თავკაცმა მაურიციო სარიმ ბოლონიასთან მატჩი შეაფასა და გუნდის პრობლემებზე ისაუბრა.

„ჩვენ ბოლონიასთან კარგი პირველი ნახევარი ჩავატარეთ და ვფიქრობ, რომ მინიმუმ ერთი გოლი დავიმსახურეთ.

„არ შემიძლია იმის თქმა, რომ გუნდს მონდომება ან ყურადღება აკლდა, ჩვენ ბურთს ვფლობდით, ვაკონტროლებდით ტემპს, თუმცა მომენტების გამოყენებას ვერ ვახერხებდით, რაც ჩვენი უდიდესი პრობლემაა.

„გვაკლია თუ არა მილინკოვიჩ-სავიჩი ? გარკვეულ ასპექტებში, სერგეის გუნდში ყოფნა მნიშვნელოვანი იყო, თუმცა პასების მხრივ ჩვენ გასულ სეზონზე კარგი შედეგები გვაქვს.

„ჩემპიონთა ლიგა ? ჩვენ როტერდამში ძალიან მძიმე გარემოში მოგვიწია თამაში და იმედი მაქვს, რომ საკუთარ კედლებში ჩვენი ქომაგებისგან დამატებით მუხტს მივიღებთ.“