Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

სარი:“ ლაციო მენტალურად განვითარებას აგრძელებს“

ლაციოს მთავარმა მწვრთნელმა მაურიციო სარიმ ფიორენტინასთან მატჩი შეაფასა.

„ბოლო მატჩებში ჩვენ რთულ მეტოქეებთან მნიშვნელოვანი შედეგები დავაფიქსირეთ. როგორც მოსალოდნელი იყო, ფიორენტინასთან შეხვედრა ძალიან რთული გამოდგა, რომელშიც ჩვენ ბოლომდე ბრძოლა და 100 პროცენტით დახარჯვა მოგვიწია, თუმცა საბოლოო ჯამში დამსახურებული გამარჯვება მოვიპოვეთ.

„ვფიქრობ, რომ წინა სეზონში ასეთ მატჩში გამარჯვება გაგვიჭირდებოდა, მაგრამ გუნდი მენტალურად განვითარებას აგრძელებს, რის გარეშეც ამბიციური მიზნებისთვის ბრძოლა წარმოუდგენელია.

„ჩვენ სეზონის მძიმე სტარტი გვქონდა, თუმცა გუნდი ნელ-ნელა ფორმაში შედის, ახალი ფეხბურთელები კი ადაპტაციას კარგად გადიან და ვფიქრობ, რომ ლაციო საგრძნობლად მოუმატებს.“