Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

სარი:“ მე ლაციოში დარჩენა მინდა, მილინკოვიჩ-სავიჩის მომავალი ?…“

ლაციოს თავკაცმა მაურიციო სარიმ დაადასტურა, რომ ბიანკოჩელესტის რიგებში დარჩენა სურს და მან ზაფხულში სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩის გაყიდვა არ გამორიცხა.

„ჩემი მომავალი ? ჩემი და გუნდის ამბიციები ერთმანეთს ემთხვევა, ჩვენ გუნდის გაძლიერება, განვითარება და მაღალი მიზნებისთვის ბრძოლა გვსურს, ამიტომ არ არსებობს არანაირი მიზეზი იმისთვის, რომ მე გუნდის დატოვება მსურდეს.

„მილინკოვიჩ-სავიჩი ? მე მის მომავალთან დაკავშირებით ვერაფერს გეტყვით, თუმცა ვფიქრობ, რომ მის შენარჩუნებას მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვს აზრი, თუ ის კონტრაქტს გაახანგრძლივებს, რადგან მისი უფასოდ დაკარგვა სრული სიგიჟე იქნებოდა.“