Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

სარი:“ მეორე ადგილი ჩვენთვის შესანიშნავი შედეგია“

ლაციოს თავკაცმა მაურიციო სარიმ სერია ა-ში გუნდის შედეგები შეაფასა.

„მე ნამდვილად არ მეგონა, რომ ჩვენ სეზონის მე-2 პოზიციაზე დასრულებას შევძლებდით. გვსურდა, რომ გასული სეზონის შედეგი გაგვეუმჯობესებინა, მაგრამ ვიცოდით, რომ ეს მარტივი არ იქნებოდა და მიღწეული შედეგით უნდა ვიამაყოთ.

„უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენმა კონკურენტებმა იმაზე ცოტა ქულა მოიპოვეს, ვიდრე ამას ველოდებოდით და ამან ჩვენ საქმე გაგვიმარტივა, თუმცა ეს გუნდის შესანიშნავ შედეგს არ აკნინებს. მინდა ჩემს ფეხბურთელებს მადლობა გადავუხადო, რომლებმაც მთელი სეზონის განმავლობაში თავი არ დაზოგეს და ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბეს.

„ჩემი მოამვალი ? მე ლაციოში თავს ძალიან კარგად ვგრძნობ, ჩემი და გუნდის ხედვები ერთმანეთს ემთხვევა და გვსურს, რომ განვითარება და მაღალი მიზნებისთვის ბრძოლა გავაგრძელოთ.“