სარი:“ ნაპოლიმ სკუდეტო დაიმსახურა, ლაციოს სერია ა-ში გამარჯვებისთვის ბევრი დრო დასჭირდება“
ლაციოს თავკაცმა მაურიციო სარიმ სასუოლოსთან მატჩი შეაფასა და სხვა საინტერესო თემებზე ისაუბრა.
„ჩვენ სასუოლოსთან საერთო ჯამში ძალიან კარგი მატჩი გავმართეთ. გუნდმა საუკეთესო 30-35 წუთი ჩაატარა, შემდეგ კი ინტენსიობას უკლო, თუმცა ჩვენ საქმე ბოლომდე მივიყვანეთ და მნიშვნელოვანი ქულები მოვიპოვეთ.
„იმობილეს რეაქცია ცვლილებაზე ? მე მასთან ამ თემაზე არ მისაუბრია. ჩიროს ტრავმების გამო ამ სეზონში ბევრი გაუცდა და ის 90 წუთი სათამაშოდ მზად არ არის.
„დაცვაში კარგი თამაში ? ჩვენ სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში დავიმატეთ ის მცველები, რომლებიც ჩვენი თამაშის სტილს უფრო შეეფერებიან, ამასთან ერთად კი ამ ასპექტში სრულიად გუნდი საგრძნობლად განვითარდა, რამაც შედეგები გამოიღო კიდეც.
„ნაპოლის სკუდეტო ? ეს მახარებს, რადგან ბავშვობაში ნაპოლის ქომაგი ვიყავი, მათ ეს დაიმსახურეს.
„მივიყვან თუ არა ლაციოს ტიტულამდე ? ამას ბევრი დრო დასჭირდება და ვნახოთ, ვიქნები თუ არა მე იქამდე გუნდის მწვრთნელი.“