Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

სარი:“ რთული, მაგრამ დამსახურებული გამარჯვება…“

ლაციოს თავკაცმა მაურიციო სარიმ ჩემპიონთა ლიგაზე ფეიენორდთან მატჩი შეაფასა.

„ჩვენ ძალიან კარგი შეხვედრა ჩავატარეთ და რთულ დაპირისპირებაში უმნიშვნელოვანესი ქულები მოვიპოვეთ.

„ვიცოდით, რომ ფეიენორდი გოლების მანქანაა, რომლის შეჩერება მარტივი არ იქნებოდა, მაგრამ ლაციომ ძლიერი ხასიათი გამოავლინა და მეტოქეს გოლის გატანის უფლება არ მისცა.

„შეგვეძლო, მეორე გოლი გაგვეტანა და თამაში დაგვესრულებინა, რისი გაკეთებაც ვერ შევძელით და მეტოქეს დაბრუნების შანსი ბოლო წუთამდე ჰქონდა, მაგრამ საბოლოო ჯამში ლაციოს თამაშით კმაყოფილი ვარ.“