Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

სარი:“ სერია ა-ს დონე იმატებს, წინ რთული გზა გველოდება“

ლაციოს თავკაცმა მაურიციო სარიმ ლეჩესთან მატჩის წინ პრეს-კონფერენცია გამართა.

„წინ ძალიან რთული სეზონი გველოდება, რადგან სერია ა-ში არიან გუნდები, რომლებსაც ჩვენზე ძლიერი შემადგენლობები ჰყავთ. სერია ა-ს დონე ბოლო წლებში გაცილებით უმჯობესდება, რაც ძალიან კარგია, თუმცა ამავდროულად ეს სასურველი შედეგების მიღწევას კიდევ უფრო რთულს ხდის.

„ჩვენ გასულ სეზონში ორ ტურნირზე თამაში გვიჭირდა, თუმცა ვფიქრობ, რომ ამ ასპექტს ახლა უკეთესად გავართმევთ თავს, რადგან გუნდი მენტალურად გაცილებით კარგ სიტუაციაშია.

„ახალი ფეხბურთელები ? თითქმის ყველა მათგანი არც თუ ისე სახარბიელო ფიზიკურ კონდიციებშია, განსაკუთრებით როველა, რომელსაც ტრავმა ჰქონდა. კამადას დიდი ხანია არ უთამაშია, ისაკსენი კი ტაქტიკურ მონახაზებს სწავლობს და ადაპტაციისთვის გარკვეული დრო დასჭირდება.

„შეუძლია თუ არა კამადას მილინკოვიჩ-სავიჩის შეცვლა ? ისინი ერთ პოზიციაზე თამაშობენ, თუმცა განსხვავებული მახასიათებლები აქვთ, ამიტომ ჩვენ დაიჩის პოზიტიური მხარეების გამოყენება გვმართებს.

„სატრანსფერო ფანჯარა ? წარმოუდგენელი სისულელეა, რომ სეზონი დაიწყო, სატრანსფერო ფანჯარა კი ჯერ კიდევ გახსნილია. სამწუხაროდ, ფეხბურთი სერიოზული საკითხი აღარ არის, თუმცა მე ახლა ამ თემაზე საუბარს არ ვაპირებ, მთავარი სეზონის პოზიტიურად დაწყებაა.“