Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

სარისა და ლოტიტოს შორის დაძაბულობა მატულობს

იტალიური წყაროების ცნობით, ლაციოს თავკაცს მაურიციო სარისა და გუნდის პრეზიდენტს კლაუდიო ლოტიტოს შორის დაძაბულობა სულ უფრო მატულობს.

Il Messaggero-ს ცნობით, იტალიის ვიცე-ჩემპიონების მთავარი მწვრთნელი გუნდის სატრანსფერო პოლიტიკით უკმაყოფილოა და მეტ აქტიურობას ითხოვს.

გასული სეზონის დასრულების შემდეგ, მაურიციო სარიმ გუნდის ხელმძღვანელობას მინიმუმ 5 ტრანსფერის განხორციელება მოსთხოვა, თუმცა არწივებმა ამ მომენტისთვის მხოლოდ ერთი ტრანსფერი – ნიუ იორკ სიტის ფორვარდი ვალენტინ კასტელანოსი განახორციელეს…