სასუოლომ ბერარდის პოტენციური შემცვლელი შეარჩია…
იუვენტუსი დომენიკო ბერარდის ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს, სასუოლომ კი იტალიელი ვინგერის პოტენციური შემცვლელი უკვე შეარჩია.
ნიკოლო სკირას ინფორმაციით, თუ იუვენტუსმა სასუოლოსთან ბერარდის ტრანსფერი შეათანხმა, ნეროვერდი ბოლონიას რიკარდო ორსოლინის გაფორმებას ეცდება.
წყაროს ცნობით, ნეროვერდის ბერარდის შემცვლელის გაფორმება დაახლოებით 15 მილიონი ევრო დაუჯდება.