Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

სასუოლოს დირექტორი:“ ფრატეზი-ბერარდიდან ერთ-ერთი გუნდს დატოვებს“

სასუოლოს დირექტორმა ჯოვანი კარნევალიმ დაადასტურა, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში გუნდს დომენიკო ბერარდი ან დავიდე ფრატეზი დატოვებს.

ორივე ფეხბურთელის მიმართ ინტერესი როგორც იტალიაში, ასევე ევროპის სხვა ტოპ ჩემპიონატებში ძალიან დიდია და ნეროვერდი როგორც ჩანს ერთ-ერთის გაყიდვას გეგმავს.

„ჩვენ ორივე მათგანს არ გავყიდით, ეს არასწორი ნაბიჯი იქნებოდა, რადგან გუნდის პოტენციალი არ უნდა დაზარალდეს, თუმცა ერთ-ერთი მათგანი სავარაუდოდ დაგვტოვებს.

„ჩვენი სატრანსფერო პოლიტიკა უკვე 10 წელია უცვლელია, გავიფორმოთ ახალგაზრდა ფეხბურთელები, განვავითაროთ ისინი და გავუშვათ ტოპ გუნდში, როგორც ეს რასპადორის, სკამაკას, ტრაორეს და სხვების შემთხვევაში მოხდა.“