Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

სასუოლოს დირექტორმა ბერარდის იუვენტუსში შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა

სასუოლოს დირექტორმა ჯოვანი კარნევალიმ დომენიკო ბერარდის იუვენტუსში შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

„იუვენტუსი ბერარდის ტრანსფერით მართლაც ინტერესდებოდა, თუმცა ჩვენ მათგან ოფიციალური წინადადება არ მიგვიღია.

„ბერარდის გაყიდვის ბოლო დღე 17 აგვისტომდე იყო, რომ ჩვენ მისი შემცვლელის გაფორმებისთვის დრო გვქონოდა, ახლა კი დომენიკოს გაყიდვას აღარ ვაპირებთ.“