Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

საუდის არაბეთი მოურინიოს ზღაპრულ ხელფასს სთავაზობს…

იტალიური მედიის ინფორამციით, საუდის არაბეთის ფეხბურთის ფედერაცია ჟოზე მოურინიოს დაუკავშირდა და მისი ნაკრებში ხილვის იმედი აქვს.

SportItalia-ს ინფორამციით, არაბები მზად არიან ჟოზე მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებად მწვრთნელად გახადონ და მას სეზონში 40-45 მილიონი ევრო გადაუხადონ.

წყაროს ცნობით, მოურინიოს მიმართ ინტერესს ვესტ ჰემიც იჩენს, რომელიც მას 3-წლიან კონტრაქტსა და გასამრჯელოს სახით სეზონში 10 მილიონ ევროს სთავაზობს.