Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

სენსი ინტერს იანვარში დატოვებს

მონცადან დაბრუნებულმა სტეფანო სენსიმ სიმონე ინძაგის გული ვერ მოიგო და ის ინტერს ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში დატოვებს.

28 წლის იტალიელი ფეხბურთელის აქტივში, რომელსაც მიმდინარე კონტრაქტი გუნდთან სეზონის ბოლოს ეწურება, მოედანზე გატარებული მხოლოდ 17 წუთია და აშკარაა, რომ ის ინძაგის გეგმებში არ შედის.

SportItalia-ს ცნობით, სენსის იანვარში იჯარით გაფორმებით ჯენოა, მონცა და კალიარი არიან დაინტერესებულები და დიდი ალბათობით იტალიელი რომელიმე მათგანს შეუერთდება.