Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

სერია ა-ს პრეზიდენტი:“ ჩვენ ახალი სტადიონები გვჭირდება, ბიუროკრატია ჩემპიონატის განვითარებას აფერხებს“

სერია ა-ს პრეზდიენტმა ლორენცო კაზინიმ სერია ა-ში ახალი სტადიონების აშენების აუცილებლობასა და სატელევიზიო უფლებების გაყიდვით მიღებული თანხების გაზრდაზე ისაუბრა.

„იტალიური ფეხბურთის გასავითარებლად და სხვა ჩემპიონატებთან კონკურენციისთვის ჩვენ ახალი, თანამედროვე სტადიონები გვჭირდება. ჩვენ ამ საკითხზე მთავრობასთან აქტიურად ვმუშაობთ და ვცდილობთ, რომ ბიუროკრატიული რგოლები, რომელთა გავლაც ახალი სტადიონის ასაშენებლად გარდაუვალია და რომელებსაც წლები სჭირდება, შევამციროთ.

„საბედნიეროდ, სპორტის მინისტრი ანდრეა აბოდი ამ საკითხზე გვეთანხმება და იმედი მაქვს, რომ მისი დახმარებით ეს პრობლემა მოგვარდება.

„სატელევიზიო უფლებები ? ჩვენ ვმუშაობთ და იმედი გვაქვს, რომ ამ კუთხით შემოსავლები საგრძნობლად გაიზრდება. სერია ა-ს მიმართ ინტერესი სულ უფრო იზრდება, რაც გუნდებისთვის ძალიან პოზიტიურია.

„სუპერ ლიგა ? ჩვენ უნდა გავიაზროთ მიზეზები, თუ რის გამო გახდა ამ ტურნირის შექმნის საჭიროება. მე ევროპის სასამართლოს განაჩენს მოუთმენლად ველოდები.“