სერია ა-ს პრეზიდენტი:“ FIFA-მ და UEFA-მ არაბული გუნდების წინააღმდეგ გარკვეული ნაბიჯები უდნა გადადგან…“
სერია ა-ს პრეზიდენტმა ლორენცო კაზინიმ FIFA-ს და UEFA-ს არაბული გუნდებისთვის სატრანსფერო ბიუჯეტის ლიმიტის შემოღებისკენ მოუწოდა.
არაბულმა გუნდებმა მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში 450 მილიონ ევროზე მეტი დახარჯეს, რასაც ფეხბურთელების უჩვეულოდ მაღალი ხელფასები ემატება.
„არაბული გუნდების ასეთი აქტიურობა ახალი ფენომენია, რომელსაც დიდი ყურადღება უნდა მიექცეს. საუდის ფული აქამდე ისეთ გუნდებში იყო გამოყენებული, როგორიც მანჩესტერ სიტი და პსჟ-ა, ახლა კი მათ ევროპული ფეხბურთის ვარსკვლავები თავის ქვეყანაში მიჰყავთ და ამას ყოველგვარი ლიმიტის გარეშე აკეთებენ.
„იმედი მაქვს, რომ FIFA და UEFA ამ საკითხს შესაბამის ყურადღებას მიაქცევს და შესაბამის ლიმიტებს დააწესებს.“