Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

სერია ა-ს პრეზიდენტი:“ იტალიაში სტადიონების პრობლემა კატასტროფულია“

Lega Serie A-ს პრეიზდენტმა ლორენცო კაზინიმ იტალიაში არსებულ სტადიონების პრობლემებზე ისაუბრა.

„იტალიაში ფეხბურთის განვითარებისთვის ინფრასტრუქტურა და კონკრეტულად მაღალი სტანდარტების სტადიონი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანაი. სამწუხაროდ, ამ საკითხში სიტუაცია იტალიაში კატასტროფულია.

„მთავარი პრობლემა არა რესურსები, არამედ ბიუროკრატიული პროცედურაა, რომელიც ახალი სტადიონის აშენებას ფაქტობრივად წარმოუდგენელს ხდის. ეს არის ფუნდამენტალური საკითხი, რომლის მოგვარებაზეც აუცილებლად უნდა ვიმუშაოთ.