Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

სევილია ჯოვანი სიმეონეს ტრანსფერით ინტერესდება

ესპანური მედიის ცნობით, სევილია ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ნაპოლის ფორვარდის ჯოვანი სიმეონეს გაფორმებას ეცდება.

ჯოვანი ნაპოლიში იჯარის წესით იმყოფება, სეზონის ბოლოს კი პარტენოპეის მისი გამოსყიდვის ვალდებულება აქვს. ფეხბურთელმა 26 მატჩში 8 გოლის გატანა შეძლო, თუმცა მაღალი კონკურენციის გამო ძირითად შემადგენლობაში თავი ვერ დაიმკვიდრა და შესაბამისი წინადადების შემთხვევაში, პარტენოპეი არგენტინელის გაყიდვის წინააღმდეგი არ იქნება.

გამოცემა Sport-ის ინფორმაციით, ნაპოლი ჩოლიტოს სანაცვლოდ 30 მილიონ ევროს ითხოვს…