Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

სევილია ლუის ალბერტოს ტრანსფერზე მუშაობას შეუდგა

ესპანური წყაროების ცნობით, სევილია ლაციოს ნახევარმცველის ლუის ალბერტოს ტრანსფერით ინტერესდება.

ფეხბურთელმა გუნდის დატოვების სურვილი ღიად დააფიქსირა და საიდუმლო არ არის, რომ მას სამშობლოში დაბრუნება სურს, ამიტომ სევილიას მისი გაფორმების კარგი შანსი აქვს.

ბიანკოჩელესტი ალბერტოს უფასოდ გაშვებას არ აპირებს, თუმცა მისი სურვილისა და გუნდთან არსებული ცუდი ურთიერთობის ფონზე, სევილიას ფეხბურთელის საკმაოდ კარგ ფასად, დაახლოებით 10-15 მილიონის სანაცვლოდ გაფორმება შეეძლება.