შეფილდი ორიგის ტრანსფერით ინტერესდება
ბრიტანული წყაროების ცნობით, შეფილდ იუნაიტედი მილანის ფორვარდის დივოკ ორიგის ტრანსფერით ინტერესდება.
ბელგიელი ფეხბურთელი მილანის გეგმებში აღარ შედის და როსონერის მისი გაყიდვის იმედი აქვს, რაც მათ ახალი ფორვარდის გაფორმების საშუალებას მისცემს.
გამოცემა The Sun-ის ცნობით, ორიგის მიმართ ინტერესს შეფილდ იუნაიტედი იჩენს, მილანს კი 28 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ 7-8 მილიონი ევროს მიღება სურს.