სიტი-ინტერის მთავარი არბიტრი შესაძლოა შეიცვალოს…
UEFA მთავარი არბიტრის შიმონ მარჩინიაკის წინააღმდეგ, რომელსაც მანჩესტერ სიტისა და ინტერს შორის მოახლოებული ჩემპიონთა ლიგის ფინალი უნდა განესაჯა, გამოძიებას აწარმოებს და შესაძლოა შეხვედრის არბიტრი შეიცვალოს.
Sky Sport Italia-ს ცნობით, მარჩინიაკს პოლონურ ანტი-სემიტურ და რასისტულ პოლიტიკურ ორგანიზაციებთან აქვს კავშირი, რომელთა ერთ-ერთ ღონისძიებას დაეწსრო, რამაც UEFA-ს უკმაყოფილება გამოიწვია.
წყაროს ინფორმაციით, უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი, მიეცემა თუ არა მას ჩემპიონთა ლიგის ფინალის განსჯის საშუალება, თუ UEFA ახალ არბიტრს დანიშნავს.