Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

სკამაკა რომას უახლოვდება

იტალიური მედიის ინფორმაციით, ჯანლუკა სკამაკას რომაში ტრანსფერი სულ უფრო რეალური ხდება.

ვესტ ჰემმა გუშინ სკამაკა ამხანაგურ მატჩში განაცხადს მიღმა დატოვა და არაერთი გამოცემის ცნობით, ეს ფეხბურთელის რომაში შესაძლო ტრანსფერის კიდევ ერთი მანიშნებელია.

SportItalia-ს ცნობით, ვესტ ჰემი იტალიელი ფორვარდის რომაში იჯარით გაშვებას დათანხმდა, შემდგომში მისი 25 მილიონი ევროს სანაცვლოდ გამოსყიდვის პერსპექტივით, რაც ჯალოროსის ჩემპიონთა ლიგაზე გასვლის შემთხვევაში სავალდებულო გახდება.