სკანავინო:“ ალეგრის იუვენტუსიდან გაშვება არც კი განიხილება, ჯუნტოლი ?…“
იუვენტუსის გენერალურმა დირექტორმა მაურიციო სკანავინომ დაადასტურა, რომ მაქს ალეგრი ტურინული გრანდის რიგებს არ დატოვებს.
„ალეგრის მომავალი განხილვის თემა არასოდეს ყოფილა, ჩვენ სატრანსფერო, საორგანიზაციო და სპორტული ასპექტების თვალსაზრისით ყველაფერი შეთანხმებული გვაქვს, ჩვენ მწვრთნელთან შეხვედრებს თითქმის ყოველდღე ვმართავდით და გუნდის განვითარებაზე ვმუშაობდით.
„ბოლო თვეებში გუნდს შტორმში გამოვლა მოუწია, რის გამოც გარკვეულწილად ურთიერთობა დაიძაბა, მაგრამ თითოეული ჩვენგანის მიზანი ყოველთვის იუვენტუსის გაძლიერება იყო და ამ იდეის გარშემო ჩვენ კვლავ ერთიანები ვართ.
„ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რა რთული მომენტების გამოვლა მოუწია გუნდს. ყველაფრის გათვალისწინებით, ჩვენ საკმაოდ კარგი სეზონი გვქონდა, გუნდმა მოედანზე მე-3 პოზიცია დაიკავა, ასევე კოპა იტალიასა და ევროპა ლიგის ნახევარფინალები ითამაშა.
„ქომაგების სურვილი, რომ ალეგრიმ გუნდი დატოვოს ? ჩვენ ქომაგების უკმაყოფილება გვესმის, როგორც გუნდს, ასევე იუვენტუსის ქომაგებს ძალიან რთული პერიოდის გამოვლა მოუწიათ. წარმატებული წლების შემდეგ, ასეთი სეზონით დაკმაყოფილება რთულია.
„ჩვენ სტაბილურობა და განვითარება გვჭირდება, გუნდმა იტალიაში სასამართლო პროცესები დაასრულა, ალეგრი კი სწორი ადამიანია, რომელიც გუნდს სპორტულ ასპექტში სტაბილურობას მოუტანს. არის ასპექტები, მათ შორის ფინანსური, რომლებსაც ყურადღება უნდა მიექცეს.
„სტრატეგია სატრანსფერო ფანჯარაზე ? ჩემი გუნდში მოსვლის შემდეგ 2 დღის შემდეგ ჩვენ 15 ქულა წაგვართვეს, შემდეგ კი კერუბინის დისკვალიფიკაცია მიუსაჯეს, რის შემდეგაც ჩვენ შევქმენით ჯგუფი კალვოს ხელმძღვანელობით, ასევე დავაწინაურეთ მანა NextGen-იდან.
„გუნდის სატრანსფერო საქმიანობას ჯოვანი მიხედავს, კალვო კი უფრო მენეჯერულ ასპექტში იმუშავებს.
„ჯუნტოლი ? მას ნაპოლისთან კონტრაქტი კიდევ 1 წელი აკავშირებს და ახლა მასზე საუბარი სწორი არ იქნება.
„შესაძლოა თუ არა რაბიოს გუნდში დარჩენა ? ამ კითხვაზე პასუხს ჯოვანი მანა გაგცემთ.
„სუპერ ლიგა და UEFA-ს გამოძიება ? ჩვენ ჩვენი გადაწყვეტილების თაობაზე რეალსა და ბარსელონას უკვე ვაცნობეთ, UEFA-ს გამოძიება კი ამ თემასთან არანაირ კავშირში არ არის.“