Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

სკარონი:“ ჩვენ პიოლის 100 პროცენტით ვენდობით, ახალი სტადიონი ?…“

მილანის პრეზიდენტმა პაოლო სკარონიმ Gazzetta dello Sport-თან საინტერესო თემებზე ისაუბრა.

„პიოლი ? ჩვენ სტეფანოს 100 პროცენტით ვენდობით და გვჯერა, რომ გუნდი განვითარების სწორ გზაზე დგას. მილანის მთავარი მიზანი ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებაა და ჩვენ ამას აუცილებლად გავაკეთებთ, ყველაფერი დამატებით კი სასიამოვნო ბონუსია.

„მე მილანში იონგჰონგ ლის დროიდან ვარ და კარგად ვხედავ, თუ როგორ განვითარდა გუნდი ამ წლების განმავლობაში. მილანის სპორტული და ფინანსური წინსვლა ჩვენ პოზიტიურად სვლის საშუალებას გვაძლევს.

„ახალი სტადიონის პროექტი ? ეს ჩვენი პროექტის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ასპექტია, რადგან თანამედროვე სტადიონს გუნდის შემოსავლების საგრძნობლად გაზრდა შეუძლია. ჩვენ ახალი სტადიონისთვის წლების განმავლობაში ვიბრძოდით. მე და ჯერი კარდინალე სალას უკვე შევხვდით და მას La Maura-ს ტერიტორიაზე სტადიონის აშენების სურვილი დავუდასტურეთ, თუ ეს ვარიანტიც გარკვეულ პრობლემებთან იქნება დაკავშირებული, ჩვენ სხვა გამოსავალს ვიპოვნით.“