Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

Sky: დე ლიხტის და ალექს სანდროს დაბრუნების თარიღი ცნობილია

Sky Sport Italia-ს ინფორმაციით, მატიას დე ლიხტი და ალექს სანდრო იუვენტუსს სანაკრებო პაუზის შემდეგ, ნოემბრის ბოლოსკენ დაუბრუნდებიან.

ნიდერლანდელმა უკანახაზელმა მხარზე ოპერაცია აგვისტოში გაიკეთა და მიუხედავად იმისა, რომ ის გუნდთან ერთად ვარჯიშობს, ექიმები ახალგაზრდა ფეხბურთელს თამაშის ნებას ჯერჯერობით არ რთავენ.

ალექს სანდრო კი ბარძაყის ტრავმა სეზონის პირველ მატჩში, სამპოდრიას წინააღმდეგ მიიღო. გამოცემის ინფორმაციით, ორივე მათგანი გუნდს კალიარის წინააღმდეგ მატჩში, ნოემბრის ბოლოს დაუბრუნდებიან.