Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

Sky: ერიქსენი – ჯაკას ბარტერი რეალური ხდება

Sky Italia-ს ინფორმაციით, ინტერი და არსენალი ერიქსენი – ჯაკას ბარტერზე მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებენ და დიდი ალბათობით დანიელი ფეხბურთელი იანვრიდან მეთოფეების ღირსებას დაიცავს.

საიდუმლო არავისთვის არის, რომ ერიქსენი ანტონიო კონტეს გეგმებში არ შედის და ნერაძურის მისი გაყიდვა სურდა, თუმცა ეკონომიკური კრიზისის და ფეხბურთელის არც თუ ისე სახარბიელო ფორმის ფონზე მის სანაცვლოდ ინტერის მოთხოვნილი 30 მილიონი ევროს გადახდა ჯერჯერობით არავის სურს და ერთადერთი რეალური ვარიანტი მისი გრანიტ ჯაკაში გაცვლაა.