Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

Sky: კაბაკს მილანში გადასვლა არ სურს ?

Sky Germany-ს ინფორმაციით, შალკეს უკანახაზელს, ოზან კაბაკს მილანში გადასვლა არ სურს და იმედი აქვს, რომ ან გერმანიაში დარჩება, ან კარიერას ინგლისში გააგრძელებს.

საიდუმლო არავისთვის არ არის, რომ მილანი ცენტრალური მცველის ძიებას განაგრძობს და კაბაკი როსონერის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე იყო, თუმცა როგორც ჩანს მისი მილანში გადაბარგების შანსი მცირდება.

ფეხბურთელის მიმართ ინტერესს მანჩესტერ იუნაიტედი, ლივერპული და ლაიფციგი იჩენს და სავარაუდოდ 20 წლის ფეხბურთელი სწორედ ამ 3 გუნდიდან ერთ-ერთში გადაბარგდება.