Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

Sky: კიეზა ფიორენტინაში დარჩება

Sky Sport Italia-ს ინფორმაციით, გუნდიდან წასვლის სურვილის მიუხედავად, ფედერიკო კიეზას მიმდინარე სეზონის გატარება ფიორენტინაში მოუწევს.

22 წლის ფეხბურთელის გაფორმება იუვენტუსს და მილანს სურდათ, თუმცა როკო კომისო მის სანაცვლოდ 60 მილიონ ევროს ითხოვს და ტრანსფერში სხვა ფეხბურთელების ჩართვას გამორიცხავს, ამ თანხის გადახდის შესაძლებლობა კი არც ერთ გუნდს არ აქვს.

იუვენტუსმა დუგლას კოშტას, მატია დე შილიოს და სამი ხედირას გუნდიდან გაშვება ვერ მოახერხა, შესაბამისად კიეზას ტრანსფერი ფაქტობრივად გამოირიცხა.