Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

Sky: მილიკის და ჯეკოს მომავალი საბოლოოდ გაირკვა

Sky Sport Italia-ს მტკიცებით, იუვენტუსმა ედინ ჯეკოსთან პირადი კონტრაქტი შეათანხმა. ბოსნიელი ფეხბურთელი იუვესთან 2-წლიან ხელშეკრულებას გააფორმებს, სეზონში ანაზღაურების სახით 7.5 მილიონ ევროს მიიღებს, რასაც სხვადასხვა ბონუსები დაემატება, რომა კი ჯეკოს სანაცვლოდ 15 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.

გადაწყდა ასევე მილიკის რომაში ტრანსფერი. პოლონელი ფეხბურთელი რომასთან 4-წლიან კონტრაქტს გააფორმებს, სეზონში ანაზღაურების სახით 6 მილიონ ევროს და ბონუსებს მიიღებს. ფეხბურთელი რომას იჯარით შეუერთდება, შემდგომში გამოსყიდვის ვალდებულებით და ბონუსებთან ერთად ნაპოლი საერთო ჯამში 25 მილიონ ევროს მიიღებს.

აქედან გამომდინარე, მიუხედავად იმისა, რომ სუარესმა დღეს ტესტირება გაიარა და მისი იტალიის პასპორტის მიღება დროის საკითხია, პისტოლეტოს იუვეში მისვლის შანსი უკვე მინიმალურია.

Leave a Reply

Your email address will not be published.