Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

Sky: პსჟ რონალდუს დაუკავშირდა…

კრიშტიანუ რონალდუს და მის აგენტს ჟორჟე მენდეშს ტურინში კვირის ბოლომდე ელოდებიან, სადაც ბიანკონერი პორტუგალიელ ვარსკვლავს შეხვდება და მხარეები საბოლოოდ გადაწყვეტენ, დატოვებს თუ არა კრიშტიანუ იუვენტუსს.

ბოლო პერიოდში გაჩნდა ვარაუდი იმისა, რომ რონალდუ იუვესთან კონტრაქტს 2023 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივებს, მაგრამ Sky Sport Italia-ს ინფორმაციით, მისი გუნდიდან წასვლა ჯერ გამორიცხული არ არის.

წყაროს ცნობით, კრიშტიანუს იუვენტუსის გარდა ერთადერთი ვარიანტი აქვს და ეს პსჟ-ა. მხარეებს შორის პირველი კონტაქტი უკვე შედგა, თუმცა ჯერჯერობით სერიოზული მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს და ამ ეტაპისთვის ლეგენდარული პორტუგალიელი დარჩენასთან უფრო ახლოს არის, ვიდრე გუნდიდან წასვლასთან.