Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

Sky: რონალდუს იუვედან წასვლა არც კი განუხილავს

გასული კვირეების განმავლობაში ევროპული გავლენიანი გამოცემები კრიშტიანუ რონალდუს იუვენტუსიდან წასვლის შესახებ აქტიურად წერდნენ, თუმცა როგორც ჩანს ლეგენდარული ფეხბურთელი ტურინული გრანდის რიგებში კიდევ ერთ სეზონს გაატარებს.

რონალდუ გუშინ ტურინში დაბრუნდა, დღეს კი JMedical-ში სამედიცინო შემოწმება გაიარა და გუნდთან ერთად სეზონისთვის მზადებას შეუდგა, რაც მისი ტურინიდან წასვლას ფაქტობრივად გამორიცხავს.

Sky Sport Italia-ს ინფორამციით, არც რონალდუს და არც მის აგენტს გასული პერიოდის განმავლობაში იუვენტუსიდან წასვლის სურვილი არ გამოუთქვამთ და არც იუვეს მიუღია მის სანაცვლოდ ოფიციალური წინადადება, ამიტომ მედიაში გავრცელებული ინფორმაციები მხოლოდ პრესის სპეკულაცია გამოდგა…