Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

Sky: სპორტიელოს მილანში ტრანსფერი გამოირიცხა

მილანი სათადარიგო კიპერის ძებნას განაგრძობს და ცოტა ხნის წინ მოგახსენეთ, რომ ატალანტას მეორე მეკარის, მარკო სპორტიელოს აგენტი მილანის სათაო ოფისში შენიშნეს, რომ ფეხბურთელის შესაძლო ტრანსფერი განეხილათ.

Sky Italia-ს ინფორმაციით, მხარეებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს და 28 წლის იტალიელი კიპერი ატალანტაში დარჩება.

ასევე გამოირიცხა ბორმუთის კარის დარაჯის, ბეგოვიჩის მილანში დაბრუნება, რომელმაც გასული სეზონის მეორე ნაწილი დიავოლოს შემადგენლობაში გაატარა. გუნდი ბოსნიელი კარის დარაჯის მოთხოვნილი ხელფასის, 2 მილიონი ევროს გადახდას არ აპირებს და მილანს სხვა ვარიანტების ძებნა მოუწევს.

Leave a Reply

Your email address will not be published.