Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

Sky: ჩალჰანოღლუსთან დაკავშირებით ოპტიმიზმი იკლებს

დაახლოებით 2 კვირის წინ ჰაკან ჩალჰანოღლუს აგენტი, გორდონ სტიპიჩი მილანის ხელმძღვანელობას შეხვდა და ყველას ეგონა, რომ თურქი ფეხბურთელის საგა კონტრაქტთან დაკავშირებით დასასრულს უახლოვდებოდა, თუმცა…

Sky Sport Italia-ს ინფორმაციით, სხვაობა ფეხბურთელის მოთხოვნილ და გუნდის მიერ შეთავაზებულ ხელფასებს შორის კვლავ საკმაოდ მნიშვნელოვანია. მილანი კვლავ 3.5 მილიონ ევროს სთავაზობს და წინადადების გაზრდას აღარ აპირებს, ფეხბურთელმა კი 7 მილიონიდან მოთხოვნები 5 მილიონამდე დაიყვანა, მაგრამ მეტ დათმობაზე წასვლას არც 26 წლის ფეხბურთელი გეგმავს.

წყაროს ინფორმაციით, მილანი შეთავაზებულ თანხაზე მეტის გადახდას პრინციპულად არ აპირებს, რათა სხვა ფეხბურთელებს ხელფასის გაზრდის მოთხოვნის სტიმული არ მისცეს…