Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

Sky: ჩალჰანოღლუ გამოჯანმრთელდა და 100 პროცენტით მზად არის

Sky Sport Italia-ს ჟურნალისტის, მანუელე ბაიოჩინის ინფორმაციით, ჰაკან ჩალჰანოღლუ სრულიად გამოჯანმრთელდა და ხვალინდელი მატჩისთვის მზად არის.

ჰაკანმა კოჭზე დაზიანება ვარჯიშის დროს მიიღო და ევროპა ლიგის მატჩი სელტიკის წინააღმდეგ უკვე გამოტოვა. მილანის სამედიცინო შტაბივარაუდობდა, რომ ფეხბურთელი რომასთან დაბრუნებას ვერ მოასწრებდა, თუმცა როგორც ჩანს 26 წლის ფეხბურთელი მოედანს დროზე ადრე დაუბრუნდება და არ არის გამორიცხული, რომ ხვალ სასტარტო შემადგენლობაში ვიხილოთ.