Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

Sky: ჩალჰანოღლუმ შესაძლოა მილანი იანვარში დატოვოს

სატრანსფერო ფანჯარა დაიხურა და მილანი ფეხბურთელებთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე იწყებს მუშაობას.

ჰაკან ჩალჰანოღლუს და ჯიჯო დონარუმას ხელშეკრულება გუნდთან მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება და როსონერის ორივე მათგანის შენარჩუნება სურს.

Sky Sport Italia-ს ინფორმაციით, როსონერის დონარუმასთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე არანაირი პრობლემა არ ექნება, თუმცა ჩალჰანოღლუსთან მიმართებაში საქმე უფრო რთულად არის.

გამოცემის მტკიცებით, თურქ ფეხბურთელს იმაზე გაცილებით მეტი ხელფასის მიღება სურს, ვიდრე მილანმა მას ბოლოს შესთავაზა და ამასთან ერთად, ჰაკანს ჩემპიონთა ლიგაზე თამაში სურს და თუ დიავოლო იანვრამდე ოთხეულში ადგილს ვერ შეინარჩუნებს, ის წასვლაზე სერიოზულად დაფიქრდება.

იუვენტუსი და მადრიდის ატლეტიკო სიტუაციას ყურადღებით აკვირდებიან და ორივე მათგანი მზად არის, რომ ფეხბურთელის ტრანსფერზე მუშაობა დაიწყოს…