Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

სმოლინგი რომას 2023 წელს ვეღარ დაეხმარება…

რომას უკანახაზელის კრის სმოლინგის რთული პერიოდი ტრავმების გამო გრძელდება და დიდი ალბათობით ინგლისელი გუნდს მიმდინარე წელს ვეღარ დაეხმარება.

33 წლის ფეხბურთელმა ბოლოს 1 სექტემბერს ითამაშა, მას შემდეგ კი მყესის ანთების გამო გუნდის დახმარებას ვერ ახერხებს და უკვე 13 მატჩის გამოტოვება მოუხდა.

Il Tempo-ს ინფორმაციით, სმოლინგის სიტუაცია ჯერჯერობით არ უმჯობესდება და რთულად წარმოსადგენია, რომ მან წლის ბოლომდე მოედანზე დაბრუნება შეძლოს.