სმოლინგი რომას დეკემბრამდე ვერ დაეხმარება
იტალიური მედიის ცნობით, რომას მცველი კრის სმოლინგი გუნდის დახმარებას დეკემბრამდე ვერ შეძლებს.
ინგლისელი ცენტრალური მცველი მიმდინარე სეზონში გუნდს ტრავმების გამო ფაქტობრივად ვერ ეხმარება და Il Tempo-ს ცნობით, მისი დაბრუნება უახლოეს პერიოდში არ იგეგმება.
წყაროს ინფორმაციიტ, სმოლინგი მუხლზე დისკომფორტისა და მწვავე ტკივილების გამო ვარჯიშის განახლებას კვლავ ვერ ახერხებს და ჯერჯერობით მისი მოედანზე დაბრუნების ზუსტი დრო უცნობია.