Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

სმოლინგი რომასთან კონტრაქტს უახლოეს დღეებში გაახანგრძლივებს

იტალიური მედიის ცნობით, რომა და კრის სმოლინგი ახალი კონტრაქტის თაობაზე შეთანხმდნენ.

ინგლისელი ფეხბურთელის მიმდინარე ხელშეკრულება გუნდთან სეზონის ბოლოს იწურება, თუმცა რომას მისი შენარჩნება სურს და მხარეებს შორის მოლაპარაკებები უკვე დიდი ხანია მიმდინარეობს.

ფაბრიციო რომანოს ცნობით, გუშინ სმოლინგის აგენტი რომში ჩაფრინდა, სადაც ის კონტრაქტის ბოლო დეტალებს მოაგვარებს და ფეხბურთელი გუნდთან ხელშეკრულებას 2 წლით გაახანგრძლივებს.