სპალეტი:“ ჩვენ გვჭირდება იტალია, რომელიც აძურის ისტორიის საკადრისია…“
იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუჩიანო სპალეტიმ ჩრდილოეთ მაკედონიასთან უმნიშვნელოვანესი მატჩის წინ პრეს-კონფერენცია გამართა.
„ჩვენ ვართ პროფესიონალები, რომლებმაც ისტორიაში თავისი სახელები ასეთი მატჩების მეშვეობით უნდა ჩაწერონ. ეს მარტივი შეხვედრა არ იქნება, თუმცა ჩვენ ვიცით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია პოზიტიური შედეგი.
„გუნდი ამ მატჩისთვის კარგად მოემზადა, გვყავს ძალიან კარგი და ძლიერი შემადგენლობა და მომდევნო შეხვედრებს თავდაჯერებულები ვხვდებით.
„ჩვენ ვართ იტალია, ჩვენ უნდა ვიყოთ გუნდი, რომელიც აძურის საკადრისია, ძლიერი ხასიათითა და ფეხბურთელებით, რომლებმაც ამ მაისურის ფასი კარგად იციან.
„ჩვენ უნდა გავაგრძელოთ წინსვლა, ვაჩვენოთ მსოფლიოს იტალიის შესაძლებლობები და ეს ფეხბურთის ჩვენებური ხედვით უნდა გავაკეთოთ.
„კიეზა ? ის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. ფედერიკომ იცის, როგორ მოატყუოს ფეხბურთელი, შეიქმნას მომენტი და გაიტანოს გოლი. ის ძალიან თავდაჯერებულია და ბედნიერი ვარ, რომ ასეთი ფეხბურთელი გვყავს.“