Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

სპალეტი:“ იტალიისთვის ყველაზე რთული პროცესი ახლა იწყება“

იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუჩიანო სპალეტიმ უკრაინასთან გამართული მატჩი შეაფასა.

„ბოლო წლებში განვითარებული მოვლენების ფონზე, ჩვენ ვალდებულები ვიყავით, რომ ევროპის ჩემპიონატის საგზური მოგვეპოვებინა. ასეთი ზეწოლის ფონზე თამაში მარტივი არ იყო, უკრაინამ კი ბევრი პრობლემა შეგვიქმნა, თუმცა ჩვენ მიზანს მივაღწიეთ, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია.

„ჩემი მთავარი მიზანი ევროპის ჩემპიონატის საგზურის მოპოვება იყო, ახლა კი ყველაზე რთული პროცესი იწყება. ჩვენ ძალიან დიდი რესურსი გვაქვს, რომლის გამოყენებაზე ბევრი მუშაობა მოგვიწევს.

„ამხანაგური მატჩები მარტში ? მე ფედერაციას ვთხოვ, რომ რაც შეიძლება რთული მეტოქეები შეგვირჩიოს. ბევრ ფეხბურთელს ასეთ დონეზე თამაშის გამოცდილება არ აქვს და ჩვენ ძლიერი მეტოქეების წინააღმდეგ თამაში გვჭირდება.

„შესაძლო 11-მეტრიანის მომენტი ? ვფიქრობ, რომ მსაჯმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო. კრისტანტესა და მუდრიკს შორის კონტაქტი არ ყოფილა.“