Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

სპალეტი:“ ნაპოლის ნათელი მომავალი აქვს“

ნაპოლის უკვე ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ლუჩიანო სპალეტიმ Radio Kiss Kiss-თან გასული სეზონი შეაფასა და პარტენოპეის მომავალზე ისაუბრა.

„ჩვენ სკუდეტოს მოსაპოვებლად ძალიან გრძელი, რთული და დაძაბული გზა გამოვიარეთ, რომელიც სავსე იყო წინაღობებითა და თავგანწირვით, მაგრამ ასეთი საღამოები, როდესაც მთელი ქალაქი ზეიმობს, ამ ყველაფერს სასიამოვნო მოგონებად აქცევს. იმედი მაქვს, რომ მე თქვენთვის იმ სიყვარულისა და პოზიტიური ენერგიის ნაწილობრივ დაბრუნება მაინც შევძელი, რომელიც ამ პერიოდში მაჩუქეთ.

„რა ვუთხარი გუნდს ? ნაპოლის რიგებში ძალიან კარგი და მგრძნობიარე ბიჭები ირიცხებიან, ჩვენ ერთი დიდი ოჯახი ვიყავით და ამან გუნდის წარმატებაში ძალიან დიდი როლი ითამაშა. იმედი მაქვს, რომ ეს ზეიმი ნაპოლისა და ნეაპოლში ძალიან დიდი ხანი გაგრძელდება.

„გამარჯვების ციკლი ? დიახ, გუნდს ამის პოტენციალი ნამდვილად აქვს და შეუძლია, რომ გამარჯვების ციკლი დაიწყოს. გუნდს კომპეტენტური ხელმძრვანელობა და შესანიშნავი შემადგენლობა ჰყავს, ამიტომ ნაპოლის ნათელი მომავალი აქვს.“