Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

სპალეტი სეზონის საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა

Lega Serie A-მ ნაპოლის თავკაცი ლუჩიანო სპალეტი მიმდინარე სეზონის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელა.

სპალეტის გუნდმა მიმდინარე სეზონოში ჩატარებულ 37 მატჩში 87 ქულა დააგროვა და 1990 წლის შემდეგ პირველად, სკუდეტოს მფლობელი გახდა. გუნდის აქტივში 75 გატანილი და 28 გაშვებული გოლია.