სპალეტი:“ უკრაინასთან მოედანზე გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ“
იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუჩიანო სპალეტიმ უკრაინასთან მატჩის წინ პრეს-კონფერენცია გამართა.
შეგახსენებთ, ხვალინდელ მატჩში აძურის ევროპის ჩემპიონატის საგზურის მოსაპოვებლად 1 ქულა ჭირდება.
„ჩემი ბიჭები კარგ ფორმაში არიან, ჩვენ ამ მომენტისთვის ტრავმირებული ფეხბურთელები არ გვყავს, ამიტომ მე არჩევანის თავისუფლება მაქვს.
„იტალია ამ შეხვედრისთვის კარგად მოემზადა, ჩვენ გვყავს ხარისხიანი ფეხბურთელები და ვიცით, რომ 5 შეცვლის უფლება გვაძლევს საშუალებას, მოედანზე სხვადასხვა მახასიათებლების ფეხბურთელები გავიყვანოთ, ამიტომ თითოეული ფეხბურთელი თამაშისთვის მზად უნდა იყოს.
„კიეზა ? ფედერიკო არის ფეხბურთელი, რომელსაც მოედანზე სხვაობის შექმნა შეუძლია და ჩვენ მის გამორჩეულ მახასიათებლებს აუცილებლად გამოვიყენებთ.
„უკრაინა ? მათ ძალიან ხარისხიანი და ძლიერი გუნდი ჰყავთ ფეხბურთელებით, რომლებიც ევროპის ტოპ გუნდებში თამაშობენ. მათმა კონტრ-შეტევებმა შესაძლოა პრობლემები შეგვიქმნან, ამიტომ მზად უნდა ვიყოთ.
„გვინდა, რომ იტალიის ქომაგებს ეს გუნდი შევაყვაროთ. ჩვენ მოედანზე უნდა დავამტკიცოთ, რომ ამ მაისურის ტარების ღირსები ვართ. ჩვენ უფლება არ გვაქვს, მოედანზე შეშინებულები გავიდეთ, უნდა ვიყოთ გაბედულები და არა ქულის მოსაპოვებლად, არამედ გამარჯვებისთვის ვითამაშოთ.“